დღეს 2022 წლის 31 მარტია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
ვარსკვლავები დღეს ემოციური სიმსუბუქის საოცარ შეგრძნებებს მოგანიჭებენ. ეცადეთ, ეს განწყობა დღის ბოლომდე შეინარჩუნოთ. ასე წარმატებები გელოდებათ საქმეებში და დაიმსახურებთ გარშემომყოფების სიმპათიას.
ვერძი: გარშემომყოფები თქვენით დაინტერესებული არიან. ზოგი რჩევას გეკითხებათ, ზოგს უბრალოდ ლაპარაკი უნდა. მტრებიც კი კორექტულად იქცევიან. ეს იმიტომ, რომ თავად თქვენ ასხივებთ სიმშვიდეს, თავდაჯერებულობას, რასაც ირგვლივ ყველა შეიგრძნობს. ეცადეთ, ასეთი განწყობა დიდხანს შეინარჩუნოთ.
კურო: დაგეხმარებათ წარმოსახვითი აზროვნება. ხართ შემოქმედებითად განწყობილი, რაც ნებისმიერ საქმეში შეგიძლიათ გამოიყენოთ. თქვენი ახლებური, კრეატიული შეხედულებებით შეგიძლიათ მოულოდნელად გადაჭრათ პრობლემა ან დაინახოთ შეცდომა იქ, სადაც სხვა ვერავინ ამჩნევს.
ტყუპი: დღეს, შესაძლოა, უცნაური მოვლენების ჯაჭვს წააწყდნენ, რაც ან თქვენს საქმიანობას, ან ირგვლივ მოვლენებს უკავშირდება. არაა გამორიცხული, რომ სახლში ტექნიკა გამოვიდეს მწყობრიდან, ან ვინმემ ზედიზედ რამდენჯერმე შეცდომა დაუშვას. ეს ყურადღების კონცენტრაციაში შეგიშლით ხელს.
კირჩხიბი: გაქვთ იშვიათი შესაძლებლობა, რომ ვინმე მაღალჩინოსნის მფარველობა მოიპოვოთ. შეძლებთ კარგი შთაბეჭდილებების მოხდენას ნებისმიერ გარემოში. ეს ნიშნავს, რომ მზად იყავით – საბედისწერო დალაპარაკება ხელმძღვანელობასთან ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს.
ლომი: დღეს წარმატებები გელოდებათ ნებისმიერ საქმეში, რომელიც ურთიერთობებთან არის დაკავშირებული. თქვენი კომუნიკაბელურობა უმაღლეს დონეზეა. შეძლებთ რთული მოლაპარაკებების გამართვას, საკუთარი მოსაზრების დაცვას, ახალი კონტაქტების გაბმას. გამოიყენეთ დღეს ეს უნარი სათანადოდ.
ქალწული: მცირე უსიამოვნებები გაიძულებთ, მობილიზება მოახდინოთ და აჩვენოთ, რა შეგიძლიათ. ხართ აქტიური, ენერგიული, სწრაფად უმკლავდებით საქმეებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან სიტუაცია ელვისებურად იცვლება და თქვენგან ასევე სწრაფ და მკაფიო გადაწყვეტილებებს მოითხოვს.
სასწორი: იმდენი საფიქრალი გექნებათ, რომ შეიძლება ჩიხში შეხვიდეთ. ამას ისიც დაემატება, რომ საკითხები უსწრაფეს მოქმედებას მოითხოვს. მაგრამ რაც არ უნდა დატვირთული გრაფიკი გქონდეთ, სჯობს, ერთი საქმე შეარჩიოთ და მას მიჰყვეთ ბოლომდე. ხომ გაგიგიათ, ორი კურდღლის მდევარიო...
მორიელი: დღეს თქვენი წარმატების გარანტია ის, რომ იმოქმედოთ არა მარტომ, არამედ გუნდთან ერთად. თუ თავს გუნდის წევრად იგრძნობთ, ვერანაირი პრობლემა ვერ ამოგაგდებთ კალაპოტიდან. ზოგიერთ კითხვაზე პასუხს თავად მოძებნით, ზოგიერთზე გარშემომყოფები დაგეხმარებიან.
მშვილდოსანი: „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“ – ეს თქვენი დღევანდელი დევიზია. მოვლენები თქვენ ირგვლივ თქვენი აზრებისა და გრძნობების, მოქმედებების შესაბამისად გავითარდება. თუ აგრესიულად იქნებით განწყობილი, აგრესიასვე წააწყდებით, თუ სიკეთით – სიკეთე დაგხვდებათ წინ.
თხის რქა: დღეს შესაძლებელია, რომ რაღაც საზრუნავმა და გადაუჭრელმა საკითხებმა კალაპოტიდან ამოგაგდოთ. სახლში სამუშაო პრობლემები შეგაწუხებთ, ხოლო სამუშაოზე – სახლის. ამან შეიძლება დაგაბნიოთ. ეს რომ არ მოხდეს, ვარსკვლავები გირჩევენ გონების კონცენტრაციას საქმეებზე და არა ემოციებზე.
მერწყული: საჭიროა, რომ მთელი დღე მოვლენების პულსზე გედოთ ხელი და მოერგოთ სწრაფად განვითარებულ სიტუაციებს. თუ ამას მოახერხებთ, ბევრ სარგებელს ნახავთ, კერძოდ, შემოსავლებთან დაკავშირებით. თუ მოვლენების თავის დინებაზე მიუშვებთ, თქვენს შანსს გაუშვებთ ხელიდან.
თევზები: დიდი შანსი გაქვთ, რომ ხელიდან არ გაუშვათ ბედის შანსი. ამბობენ, ფულს სუნი არ უდისო, მაგრამ ეს დღეს თქვენ არ გეხებათ – მცირე შესაძლებლობასაც კი არ გაუშვებთ ხელიდან, რომ თქვენი საფულე „გასქელდეს“. ამიტომ დღეს კარგი დღეა გარიგებების დასადებად, ფინანსური იდეების განსახილველად და სხვ.