ამბროლაურში ღვარცოფი ჩამოწვა: ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების განვითარება.
Sputnik
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ამბროლაურში ღვარცოფი ჩამოწვა, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დიდი რაოდენობით თხევადი მასა მიედინება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ამბროლაურის მერიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორია დაუსახლებელია და ჯერჯერობით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა უსაფრთხოების მიზნით აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ბენზინგასამართი სადგურის და სავაჭრო ობიქტების მფლობელები გააფრთხილეს.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამ გამოიწვია მეწყრული პროცესები.
დღეს ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან, რომლებიც ტერიტორიას შეისწავლიან.