ყვითელი ამბები

„რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა“: თენგიზ ცერცვაძეს სისხლის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა

თენგიზ ცერცვაძე ვერაგ დაავადებას ებრძვის.
Sputnik
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ აქვს ქრონიკული დაავადება, რომელიც ლიმფური კვანძებისა და სისხლის ავთვისებიან სიმსივნეს გულისხმობს.
მისი თქმით, ეს სწორედ ის დაავადებაა, რომლის შიშიც ჰქონდა, რომ შეიძლებოდა გასჩენოდა. საუბარია არაჰოჯკინის ლიმფომაზე, ლიმფური კვანძებისა და სისხლის ავთვისებიან სიმსივნეზე.
ყვითელი ამბები
„დედას სიმსივნე დაუდგინდა, ძალიან გვიჭირდა“ – რატომ აირჩია ექიმობა გიორგი ღოღობერიძემ
გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ ცერცვაძე ამბობს, რომ ბიოფსია გაიკეთა და სინჯები გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში გაგზავნეს. იქიდან კი მოვიდა პასუხი, რომ ეს არაჰოჯკინის ლიმფომაა.

„მახსოვს, როდესაც პასუხი გერმანულ ენაზე მოვიდა, ჩემს მეგობრებს წავუღე, რომლებმაც ენა იციან. ეს ერთ-ერთი მძიმე დღე იყო. მეუღლესაც ჩვეულებრივ ვუთხარი, ემოციების შეკავება შეძლო. ეს ფორმა ავთვისებიანი სიმსივნისა განკურნებადი არ არის, მაგრამ მკურნალობას ექვემდებარება“, – ამბობს ექიმი.

მისი თქმით, არსებობს მკურნალობის მეთოდები, რომელიც ამ დიაგნოზის შემთხვევაში სიცოცხლეს ახანგრძლივებს.