ტელეწამყვანი მაია ასათიანი აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სუიციდის მცდელობა ახლა ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„სუიციდის მცდელობა მქონდა 5 წლის წინ, როცა მითხრეს, რომ ჩემი შვილი გარდაიცვალა, მაშინ და არა ახლა. არ ვწევარ საავადმყოფოში და ნუ ახდენთ ამ თემით სპეკულირებას. ჯანმრთელად ვარ, ცოცხალი ვარ, ყოველი დღის გათენება მიხარია”, – აღნიშნა მაია ასათიანმა.
მანამდე მისივე ტექსტის არასწორად ინტერპრეტირების გამო მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაია ასათიანმა სუიციდი სცადა.