ფინანსთა მინისტრი: ქვეყანაში ხორბლის საკმარისი რაოდენობაა

წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მარცვლეულის მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების.
Sputnik
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა არ არსებობს და საქართველოში ხორბლის საკმარისი რაოდენობაა, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ხორბლისა და ფქვილის მარაგის საკითხი რუსეთ–უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ წამოიჭრა. ეს ქვეყნები საქართველოსთვის ამ პროდუქციის ძირითადი მომწოდებლები არიან.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველოში თვე-ნახევრის ხორბლის რესურსია მომარაგებული.

„თუ იქნება საჭიროება და მაღალი რისკი, რომ ქვეყანას დასჭირდება მეტი ხორბლის შემოტანა სასურსათო უსაფრთხოების გასამყარებლად, ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, იქნება მიღებული. სხვათა შორის, ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო პანდემიის პერიოდში, გარკვეული თვეების განმავლობაში. დღეს ქვეყანაში ასეთი საფრთხე არ დგას“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მარცვლეულის მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან.
ლევან სილაგავა: მთავრობა პურის ფასის სუბსიდირებაზე იმსჯელებს>>
მარცვლეულის იმპორტის 70% რუსეთზე მოდის. მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი იყო.