თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ პროგრამაში მეექვსე ადგილი დაიკავა.
20 წლის ანასტასიამ დღეს თავისუფალი პროგრამა შესანიშნავად შეასრულა, 134,02 ქულა დაიმსახურა და ამ სახეობაში მეხუთე საფეხურზე გავიდა.
23 მარტს ჩვენმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში 62,59 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილი დაიკავა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ფინალურ ეტაპზე გადასულიყო. ჯამში გუბანოვამ 196.61 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილი დაიკავა, ეს კი ქალთა ერთეულებში საქართველოს ნაკრების წარმომადგენელთათვის მსოფლიო პირველობებზე მიღწეული საუკეთესო მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ქართული შედეგი მე-10 ადგილია (ელენე გედევანიშვილი).
მსოფლიოს ჩემპიონატი მონპელიეში 23 მარტს დაიწყო და დღეა ყინულზე ცეკვის პროგრამით დასრულდება. ტურნირის სრული განრიგის ნახვა შესაძლებელია ბმულზე - http://www.isuresults.com/results/season2122/wc2022/
წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 2021 წელს სტოკჰოლმში ჩატარდა, მორის ყვითელაშვილმა მე-14 ადგილი დაიკავა, ხოლო ალინა ურუშაძემ – მე-20. წყვილებში ანასტასია მეტელკინასა და დანიილ პარხმანის დუეტი მე-16 პოზიციაზე გავიდა.