გვენეტაძე: დოლარიზაცია ქართული ბანკებისთვის ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს

ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოს საბანკო სისტემისთვის, განაცხადა გვენეტაძემ
Sputnik
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს საბანკო სისტემისთვის დოლარიზაცია ყველაზე დიდი რისკია, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, დეპოზიტებმა უცხოურ ვალუტაში მთლიანი დეპოზიტების 59,25% შეადგინა, უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა - 49%. საშუალოდ, უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებისა და სესხების მოცულობა ერთ თვეში 1%-ით გაიზარდა.
„ლარიზაციის პოლიტიკამ ფინანსურ სისტემას საშუალება მისცა პანდემიის შოკისთვის კარგად გაეძლო... აქედან გამომდინარე, არამხოლოდ მე, არამედ სუვერენული სააგენტოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ვფიქრობთ, რომ დოლარიზაცია ყველაზე დიდი რისკია საქართველოს საბანკო სისტემისთვის“, - განაცხადა გვენეტაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი დედოლარიზაციის პოლიტიკას გააგრძელებს.
საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები თებერვალში 2,8%-ით გაიზარდა >>
2016 წელს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ეკონომიკაში დოლარის მიმოქცევის მოცულობის შემცირების კომპლექსური პროგრამა დაიწყო. ღონისძიებებს შორისაა კომერციული ბანკების რეზერვების მიმართ შეცვლილი მოთხოვნები და უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის შეზღუდვები.