ყვითელი ამბები

ანუკი არეშიძის შვილებმა ეზოში გვირაბი გათხარეს - დიზაინერი ფოტოს აქვეყნებს

დიზაინერი წყნეთის აგარაკიდან სახალისო ფოტოს აქვეყნებს.
Sputnik
დიზაინერი ანუკი არეშიძე და თბილისის მერი კახა კალაძე რამდენიმე წელია წყნეთში ფეშენებელურ აგარაკზე ცხოვრობენ. აქ პატარა კალაძეებს ეზოში ნამდვილი თოვლის მოედანი აქვთ მოწყობილი, რადგან ბოლო დღეებია თბილისში და მის შემოგარენში გადაბმულად თოვს.
ანუკი არეშიძემ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ეზოში მისმა შვილებმა თოვლში გვირაბიც კი გათხარეს.
ანუკი არეშიძეს ოთხი ვაჟი ჰყავს - ლევანიკო, კახი, ვაჩე და ნიკოლა. ბავშვების ვიდეოები ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელებში.