ყვითელი ამბები

საიდუმლო ამოხსნილია: მეგან მარკლის და პრინც ჰარის შვილის კანის ფერი პრინც ჩარლზს აშფოთებდა

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულეს ოპრა უინფრისთან სკანდალური ინტერვიუს დროს.
Sputnik
ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ განაცხადეს, რომ ბუკინგემის სასახლეს ეშინოდა მათი მემკვიდრის არჩის კანის ფერის. თუმცა კონკრეტულად ვინ განიხილავდა ამას, მაშინ მეუღლეებს არ დაუკონკრეტებიათ.
ყვითელი ამბები
პრინც ჰარის და მეგან მარკლს ღამით არ სძინავთ – ჰერცოგინია მიზეზზე საუბრობს
ახლა გაირკვა, რომ წყვილის ბავშვის კანის ფერის შესახებ კითხვა, სავარაუდოდ, პრინცმა ჩარლზმა დასვა. ამის შესახებ ნათქვამია კრისტოფერ ანდერსენის ახალ წიგნში „ძმები და ცოლები: უილიამის, კეიტის, ჰარის და მეგანის პირადი ცხოვრება“. ნაწარმოების ავტორის თქმით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სასახლემ პრინც ჰარის მეგანთან ნიშნობის შესახებ გამოაცხადა.
ამის შემდეგ სასექსის ჰერცოგის მამამ ჰკითხა კამილა პარკერ-ბოულზს: „მაინტერესებს, როგორები იქნებიან მათი შვილები?“ კორნუოლის ჰერცოგინია გარკვეულწილად გაოგნებული იყო ამ კითხვით და ასე უპასუხა: „დარწმუნებული ვარ, ისინი ლამაზები იქნებიან“. თუმცა, პრინცმა ჩარლზმა განაგრძო არასასიამოვნო საუბარი: „თქვენ არ გესმით, ვგულისხმობ, რა ფერის იქნება მათი კანი?“
აღსანიშნავია, რომ ადრე უელსის პრინცის წარმომადგენელმა უარყო ეს სიტყვები: „ეს არის ფიქცია და შემდგომ კომენტარებს არ იმსახურებს“. უნდა ითქვას, რომ თავად ანდერსონმა აღნიშნა, რომ არჩის კანის ფერზე საუბარი სამეფო კარის მომსახურე პერსონალმა გააძლიერა. ბუკინგემის სასახლის თანამშრომლებს, სავარაუდოდ, უბრალოდ აინტერესებდათ, როგორ აღიქვამს საზოგადოება აფრიკული ფესვების მქონე მემკვიდრეს.