COVID-19 - ბოლო ცნობები

როგორი ფორმატით გაგრძელდება სკოლებში სწავლა: გამყრელიძის განცხადება

ამ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ ჰიბრიდული მეთოდით გაგრძელდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, სკოლის ან კლასის დისტანციურ მოდელზე გადასვლის გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შედეგად მიიღება.

„დღეს საჯარო უწყებებს, ვინც დისტანციურ რეჟიმზე იყო, მიეცათ რეკომენდაცია, რომ თანამშრომლები დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ, დასწრებულ მუშაობას. სკოლას ეს არ შეხებია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი შერეული ფორმატით მიმდინარეობს. სურვილის შემთხვევაში მოსწავლეების მშობლებს დისტანციური სწავლების ფორმის არჩევის შესაძლებლობა აქვთ.
საჯარო და კერძო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყო, სასწავლო პროცესი კი 15 მარტს განახლდა.
რომელი შეზღუდვები უქმდება 28 მარტიდან: სრული ჩამონათვალი>>
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებებში – სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული კოვიდ-რეგულაციები ჯერჯერობით ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე ძალაში რჩება პირბადის ტარების წესიც.