თბილისი, 22 მარტი – Sputnik. „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის დასკვნითი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შვიდი ქართველი მორაგბე მოხვდა. ინფორმაციას „რაგბი ევროპის“ ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში ლევან მაისაშვილის მიერ გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 49:15 დაამარცხა.
სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრებიდან ბექა გიგაშვილი, ოთარ გიორგაძე, ბექა გორგაძე, ვასილ ლობჟანიძე, მერაბ შარიქაძე, აკაკი ტაბუცაძე და დავით ნინიაშვილი მოხვდნენ. მათთან ერთად სიმბოლურ ნაკრებში ადგილი დაიკავა ოთხმა რუმინელმა, სამმა ესპანელმა და ერთმა ნიდერლანდელმა მორაგბემ.
აღსანიშნავია, რომ „ბორჯღალოსნებმა“ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის სეზონში 20 ქულა მოაგროვეს და ტურნირი ზედიზედ მეხუთედ მოიგეს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯამში საქართველოს ნაკრებმა თავი 44 ქულას მოუყარა.
აღნიშნული შედეგით საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიოს თასზე C ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ბორჯღალოსანთა მეტოქეები უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პლეიოფის ერთ-ერთი გამარჯვებული იქნებიან.