საქართველოს გზებზე შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

საქართველოში მოსული უხვი თოვლის გამო ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ ძალაშია.
Sputnik
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველოს საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 62-83-ე კმ მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის 33-ე კმ-კიროვაკანი-კუმურდოს საავტომობილო გზაზე.
საქართველოში მოსული უხვი თოვლის გამო ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ ძალაშია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.