ყვითელი ამბები

„შვილებმაც იცოდნენ და ნანულიმაც“ - ქალი, ვის გამოც ედუარდ შევარდნაძე ოჯახს ანგრევდა

საქართველოს გარდაცვლილ პრეზიდენტზე ედუარდ შევარდნაძეზე და მის სასიყვარულო ურთიერთობებზე მის სიცოცხლეში არასოდეს წერდნენ.
Sputnik
ედუარდ და ნანული შევარდნაძეებს მყარი ოჯახი ჰქონდათ და სიცოცხლის ბოლომდე დიდი სიყვარული აკავშირებდათ. რამდენიმე წლის წინ კი გამოჩნდა ქალი, წარმოშობით ესპანელი ანა-მარია კიპროიძე, რომელმაც პრესასთან ისაუბრა, რომ მას და ედუარდ შევარდნაძეს რომანი ჰქონდათ და ის ვნებიანი შეყვარებული იყო.
ყვითელი ამბები
ეს ფოტო ნანახი არ გექნებათ – ინგა გრიგოლია და ედუარდ შევარდნაძე წლების წინ
ქალი ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტთან ათწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.

„რომ გავიცანი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ცოლ-შვილიც ჰყავდა. ედუარდმა გაცნობიდან ერთ თვეში დამირეკა, გამომიარა და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მერე და მერე, რომ მაკითხავდა, ძალიან ფრთხილობდა, ვინმეს არ შეემჩნია. მესამე სართულზე, პარმაღზე ვიდექი ხოლმე და ველოდებოდი, როდის მოვიდოდა“, – ამბობს ქალი ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში.

ანა-მარია იხსენებს, რომ ერთხელ ედუარდმა ისიც უთხრა, რომ სახლიდან აპირებდა წამოსვლას, რაზეც მან კატეგორიული უარი განუცხადა.

„ვუთხარი, თუ თქვენ ოჯახიდან წამოხვალთ, ჩვენს ურთიერთობას წერტილი დაესმება-მეთქი. გაცოფდა. მაშინვე წამოხტა ფეხზე და გაიქცა. ხომ მკაცრი და დაუნდობელი ჩანდა, არადა, იცით, რა მსუბუქი იყო პირად ურთიერთობაში? იშვიათი სულის ადამიანი იყო“, – ამბობს ქალი.

ანა-მარიას თქმით, ბოლო პერიოდში კრწანისის რეზიდენციიდან დაურეკა – არ მგონია, წელს გადავრჩეო და იქ ასვლა სთხოვა, თუმცა არ წავიდა, რადგან მის ქალიშვილთან შეხვედრა არ უნდოდა.

„შვილებმაც იცოდნენ და ნანულიმაც, მაგრამ ნანული არაფერს ამბობდა. მასაც ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა“, – იხსენებს ქალი.