დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 მარტი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 18 მარტია, პარასკევი. სავსემთვარეობა ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ეცადეთ, ჯანსაღი აზრით იხელმძღვანელოთ და არა ემოციებით. არ აჰყვეთ წამიერ სურვილებს და არ დაივიწყოთ ცხოვრებისეული მიზნები. იღბალი დღეს იმათ გვერდით იქნება, ვინც იცის, რა სურს ცხოვრებისგან. ეს სიყვარულის სფეროსაც ეხება. იმოქმედეთ, იბრძოლეთ, არ გაუშვათ შანსი ხელიდან. სიყვარული დღეს ბრძოლის ველია, სადაც ყველაზე გაბედული და მტკიცე გაიმარჯვებს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 მარტი>>
ვერძი: საჭიროა კარგად გააზრებული მოქმედებები. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. გონივრული წინდახედულება თავიდან აგარიდებთ უსიამოვნო მომენტებს, იმედგაცრუებებს. დღის მეორე ნახევარში გექნებათ სურვილი, რომ რუტინას მოწყდეთ, გარემო გამოიცვალოთ, რამე ახალი გააკეთოთ. ეს ძალიან წაგადგებათ.
ყველაზე რთული მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: შეინარჩუნეთ სიმშვიდე, იყავით თავდაჯერებული. შესანიშნავად გაუმკლავდებით რთულ საქმეებს, თუ საკუთარ თავში ეჭვი არ შეგეპარებათ. დღის პირველ ნახევარში დამოუკიდებლად მოქმედება აჯობებს, ასე უფრო სწრაფად მიიღებთ შედეგს. შემდეგ უკვე თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი დრო დადგება სასიამოვნო შეხვედრების ფონზე.
ტყუპი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ რთულ და მნიშვნელოვან საკითხებს მიხედოთ. გამოიჩინეთ ინიციატივა. ასე გავლენიანი ადამიანების ყურადღებას მიიპყრობთ. არაა გამორიცხული თანამშრომლობა, რომელიც ახალ პროფესიულ პერსპექტივებს გააჩენს. სერიოზულად მოეკიდეთ ფინანსებს. სიყვარულში გაგიმართლებთ.
კირჩხიბი: იმპროვიზაციები, ახლის მოფიქრება – ეს დღეს შესანიშნავად გამოგივათ. თქვენი იდეები ბევრს მოეწონება. თქვენი წარმატებები საყოველთაო ყურადღებას მიიპყრობს. კარგი დღეა მგზავრობისთვის. წაგადგებათ გარემოს გამოცვლა – განწყობა შესამჩნევად გაგიუმჯობესდებათ და ენერგია მოგემატებათ.
ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ
ლომი: ისწავლეთ ადამიანების გარჩევა. არახელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ ყველას გაანდოთ თქვენი იდეები და გეგმები. საქმეებში საიმედო და გამოცდილ მოკავშირეებს ენდეთ, პირად საკითხებზე მხოლოდ ძალიან ახლობლებს ელაპარაკეთ. სამუშაოზე წარმატებები გელოდებათ – ხართ ძალზე ყურადღებიანი და შეცდომებს არ დაუშვებთ.
ქალწული: მოთმინებით აღიჭურვეთ. მოვლენები, შესაძლოა, სწრაფად არ განვითარდეს, დაყოვნდეს საქმეები. არაა გამორიცხული უთანხმოებები კოლეგებთან, ხელმძღვანელობასთან. პოზიტიური ტენდენციები დროთა განმავლობაში გაძლიერდება. დღის მეორე ნახევარში ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება.
სასწორი: მოულოდნელობებისთვის მზად იყავით. შესაძლოა, გეგმები შეიცვალოს. ეს არ გაგანაწყენებთ, პირიქით, გაგახარებთ და ენერგიით დაგმუხატვთ. გაჩნდება კარგი იდეები. არაა გამორიცხული, რომ მოკავშირეები გამოჩნდნენ. მათთან საქმის დაჭერა სასიამოვნო იქნება. შესაძლებელია ნაცნობობა, რომელსაც რომანტიკული გაგრძელება ექნება.
ყველაზე კარგი სიდედრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ანუ სიძეების საუკეთესო „ადვოკატები“
მორიელი: დააწყვეთ გეგმები, დღეს თქვენი ინტუიცია გამძაფრებულია და დაგეხმარებათ უახლოესი მოვლენების განვითარების განჭვრეტაში. სწორად შეაფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს, მიხვდებით, როგორ იმოქმედებენ ადამიანები შექმნილ ვითარებაში. გექნებათ შესაძლებლობა, რომ დაეხმაროთ ახლობელ ადამიანებს.
მშვილდოსანი: ეცადეთ, თითოეული ნაბიჯი გათვალოთ. სჯობს, არ იჩქაროთ მოქმედება და გადაწყვეტილებების მიღება. არ ილაპარაკოთ ზედმეტი. მნიშვნელოვან თემებზე მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებთან ისაუბრეთ. მიიღებთ კარგ რჩევებს, მხარდაჭერას. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო ინფორმაციას გაიგებთ.
თხის რქა: ილაპარაკეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, განიხილეთ თემები, რომლებიც გაღელვებთ. გეგმები თანამოაზრეებს გაუზიარეთ, მათგან მხარდაჭერას ელოდეთ. ეცადეთ, კარგზე იფიქროთ. ასე პოზიტიურ განწყობას შეინარჩუნებთ, რაც წარმატებების გარანტიაა საქმეებში. მნიშვნელოვანი იქნება თავდაჯერებულობის შენარჩუნება.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მომავლის განჭვრეტის უნარი გააჩნიათ
მერწყული: ეცადეთ, ყურადღების ცენტრში მოექცეთ. ყველამ უნდა გაიგოს თქვენი ნიჭისა და წარმატებების შესახებ, ამიტომ ისაუბრეთ ამაზე მოკრძალების გარეშე. კარგი დღეა მოლაპარაკებებისთვის, პოტენციურ პარტნიორებთან ან დამსაქმებლებთან შესახვედრად. წარმატებებს ადვილად მიაღწევთ იქ, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულებაა საჭირო.
თევზები: გამოიჩინეთ სიმტკიცე და ამის წყალობით ბევრს მიაღწევთ. კარგად გადაწყდება დოკუმენტების გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხები, სახელმწიფო ორგანიზაციებში მიმართვა. თქვენი თავდაჯერებულობა კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს გარშემომყოფებზე. არაა გამორიცხული, რომ საიმედო საქმიანი პარტნიორები იპოვოთ.