ოთხი სასმელი, რომლებითაც წამლებისა და ვიტამინების მიღება იკრძალება

Sputnik
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ვიტამინებისა და წამლების მიღება აბებისა თუ კაფსულების სახით ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ სითხემ, რომელსაც აყოლებთ პრეპარატებს, შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, წერს გამოცემა Daily Mail-ი.
როგორც ექსპერტი შონა ვილკინსორი ამბობს, წამლის დასალევად იდეალური სითხე — ჩვეულებრივი წყალია. რაც შეეხება სხვა სითხეებს, მათ შეუძლიათ უბრალოდ არაეფექტური გახადონ თქვენთვის დანიშნული სამკურნალო პრეპარატები თუ ვიტამინები.
სპეციალისტები ასახელებენ ოთხი სახის სასმელს, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ აბების დასალევად. ესენია:

ყავა და ჩაი

თუ ყოველდღიურად მისაღებ ვიტამინებს ჩაისა და ყავას მიაყოლებთ, ისინი სრულიად უსარგებლო გახდება თქვენი ორგანიზმისთვის. და ამას ორი მიზეზი აქვს:
1.
სასარგებლო ნივთიერებები სითბოზე იშლება. ამიტომ პრეპარატების დასალევად ცხელი ჩაისა და ყავის გამოყენება არ შეიძლება;
2.
ყავასა და ჩაიში შემავალი კოფეინი და მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უშლის ზოგი ვიტამინისა და მინერალური ნივთიერების ათვისებას, განსაკუთრებით კი რკინისა და D ვიტამინისა. ამასთან, კოფეინს შარდმდენი თვისება აქვს, ამიტომ В და С ჯგუფების ვიტამინები მარტივად გამოირეცხება ორგანიზმიდან გაძლიერებული შარდვის გამო.
როგორც მედიცინის ექსპერტები ამბობენ, რკინის შემცველი პრეპარატების მიღება კარგია ფორთოხლის წვენთან ერთად — ვიტამინი С ამ ნივთიერების ათვისებაში ეხმარება ორგანიზმს.

ალკოჰოლი

სპირტიანი სასმელები, სხვა ნეგატიური ზემოქმედების გარდა, ხელს უშლის ორგანიზმს ფოლის მჟავის, თუთიის, ტიამინისა და B ჯგუფის ვიტამინების ათვისებაში, რომლებიც უკიდურესად აუცილებელია ადამიანისთვის.
გარდა ამისა, ალკოჰოლი კიდევ მეტად არაეფექტურს ხდის ანტიბიოტიკების მოქმედებას და მძიმე რეაქციებსაც იწვევს. თავბრუსხვევისა და ძილიანობის გარდა, ამ კომბინაციით ადამიანს პირღებინება ეწყება, რის გამოც პრეპარატი ორგანიზმიდან უბრალოდ გამოიდევნება.

პრობიოტიკები

პრობიოტიკები ძალიან სასარგებლოა ნაწლავთა სისტემისთვის, მაგრამ მას შეუძლია შეასუსტოს ანტიბიოტიკების ეფექტურობა.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორივე ბაქტერიაა, მათ ერთმანეთის „განადგურება“ შეუძლიათ. ამიტომ ანტიბიოტიკებისა და პრობიოტიკების (მაგალითად, სასმელი იოგურტის) მიღებას შორის ორი საათი მაინც უნდა იყოს გასული.
წყარო: Daily Mail