რამდენიმე კვირის წინ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის საერთო შვილზე ისაუბრა.
დეპუტატი ამბობს, რომ მიშას მრავალრიცხოვანი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მას აბსოლუტურად არ აინტერესებს.
„მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც სააკაშვილის, ან სხვა ვინმეს ქორწინების გარეშე შეძენილი შვილების შესახებ კომენტარი უნდა გააკეთოს. მე და მიხეილი სამოქალაქო ქორწინებაში ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ოჯახური გეგმები. სხვა ყველაფერი, რაც მის წარსულში იყო, მე საერთოდ არ მაინტერესებს. თუ ვინმე დაინტერესებულია სააკაშვილის პოლიტიკური სიტუაციიდან ყურადღების გადატანით, ამას წარმატებით აკეთებს. ჩემთვის მთავარია მისი სიცოცხლე და თავისუფლება. სხვა ყველა ჭორი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის“, – ამბობს ლიზა იასკო.
მას შემდეგ, რაც სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს, მალევე საქართველოში დაბრუნდა ამერიკაში წასული მომღერალი სოფო ნიჟარაძე და მალევე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მან შვილი ელის-მარია სააკაშვილი სწორედ საქართველოს ექს-პრეზიდენტისგან გააჩინა.
სააკაშვილმა დაკავების შემდეგ სოციალური ქსელის მომხმარებლებს გაუმხილა, რომ ის დაქორწინებულია რადას დეპუტატ ლიზა იასკოზე. დაკავების შემდეგ ლიზა პერიოდულად ინახულებდა მას საპყრობილეში, უძღვნიდა სოციალურ ქსელებში არაერთ განცხადებას.
ექს-პრეზიდენტის მშობლები ახალი რძლის შესახებ ინფორმაცას არ ფლობდნენ. ჟურნალისტებთან საუბრისას გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ ლიზა იასკოს არ იცნობდა. მოგვიანებით ლიზა იასკომ უკრაინელ ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან და მიხეილ სააკაშვილმა მაშინ დაიწყეს ურთიერთობა, როდესაც ის და სანდრა რულოვსი უკვე დაშორებული იყვნენ.