მსოფლიო დღეს

ევროკავშირმა რუსეთში ფუფუნების საგნების შეტანა აკრძალა

Sputnik
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, რომლებიც რუსეთში გარვეული ტიპის საქონლის იმპორტს კრძალავს, ნათქვამია ევროკომისიის საიტზე.
კერძოდ, აკრძალვა შეეხო ფუფუნების საგნებს, პრემიუმ-კლასის ავტომობილებსა და საიუველირო ნაკეთობებს. გარდა ამისა, ახალი სანქციების თანახმად, იკრძალება ლითონის პროდუქციის იმპორტი, ასევე ენერგეტიკის სფეროში ახალი ინვესტიციების ჩადება. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ მშვიდობიანი ატომისა და ენერგიის ტრანსპორტირების საკითხებში.
მსოფლიო დღეს
შეერთებულმა შტატებმა 11 რუს სამხედრო მაღალჩინოსანს ახალი სანქციები დაუწესა
დოკუმენტის თანახმად, აკრძალვა ვრცელდება ყველა ინვესტიციაზე, ტექნოლოგიების გადაცემასა და ფინანსურ სერვისებზე, რომლებიც ენერგორესურსების დაზვერვასა და მოპოვებას შეეხება.
ევროკავშირში იმედი აქვთ, რომ ეს ზომები რუსეთს 3,3 მლრდ ევროს რაოდენობის საექსპორტო შემოსავლებს დააკარგვინებს.
როგორც ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, სანქციები ასევე შეუზღუდავს რუსეთს კრიპტოაქტივების გამოყენებას რესტრიქციების გვერდის ასავლელად.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.