COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისის შემდეგ იმერეთი – ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.716-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.637.691-ს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.716 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 672 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი – 253, კახეთი – 156, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 150, შიდა ქართლი – 132, გურია – 110, აჭარა – 61, ქვემო ქართლი – 56, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 46, სამცხე-ჯავახეთი – 43, მცხეთა-მთიანეთი – 37.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.551 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.590.380-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 16 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.585-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 30.700 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.324 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 610, იმერეთში – 262, აჭარაში – 92.
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 15 მარტი
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 340 პირი, მათ შორის, თბილისში – 160, იმერეთში – 62, აჭარაში – 47.
29.376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.716-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.637.691-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.