ჩაქვის გვირაბთან ავარია მსხვერპლით დასრულდა: არიან დაშავებულები

Sputnik
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, ჩაქვის გვირაბთან მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
მომხდარის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდა.