საქართველოს საზღვართან ახლოს ორი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა გამთენიისას ჩეჩნეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 2 კილომეტრში მოხდა.
Sputnik
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. დღეს, გამთენიისას საქართველოს–რუსეთის საზღვართან ორი მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები პირველად თბილისის დროით 05:15 საათზე, ჩეჩნეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 2 კილომეტრში დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 4,7 მაგნიტუდას (6 კმ სიღრმეში) შეადგენდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
დაახლოებით საათნახევრის შემდეგ მიწისძვრა კვლავ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან რვა კილომეტრში დაფიქსირდა. ამჯერად სიმძლავრე 3,6 მაგნიტუდას შეადგენდა (8 კმ სიღრმეში).
ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.