თბილისი, 14 მარტი – Sputnik. სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან რომეო მიქაუტაძესთან ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
შეხვედრაზე სანოსიანმა დადებითად შეაფასა სომხეთ–საქართველოს თანამშრომლობის დონე. მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთისთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის განვითარება, ვინაიდან ამ სფეროში ორივე ქვეყანა დიდ პოტენციალს ფლობს, რომლის რეალიზებაც შესაძლებელია სათანადო ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში.
სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძეს უმასპინძლა
კერძოდ, გნელ სანოსიანმა ისაუბრა სომხეთი–საქართველოს 400 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე, რომელიც, მინისტრის ღრმა რწმენით, ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების ახალი სტიმული გახდება და ახალ იმპულსს შესძენს რეგიონულ დონეზე თანამშრომლობას.
სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძეს უმასპინძლა
მიქაუტაძემ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა აღნიშნულ სფეროში ქვეყნების ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ 1 სექტემბრიდან საქართველო გადადის ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის მომდევნო ეტაპზე. მან იმედი გამოთქვა, რომ სომხეთთან თანამშრომლობა ამ პლატფორმაზე ასევე წარმატებული იქნება.
წყარო - Sputnik-სომხეთი.