თბილისი, 14 მარტი – Sputnik. არ არის გამორიცხული, რომ YouTube-ი უახლოეს მომავალში დაიბლოკოს, თუ ვიდეოჰოსტინგი არ შეასრულებს „როსკომნადზორის“ კანონიერ მოთხოვნას, განაცხადა სახელმწიფო დუმის საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანტონ გორელკინმა.
„როსკომნადზორმა“ ორშაბათს Google LLC-გან მოითხოვა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხსნას დაწესებული შეზღუდვები YouTube-არხზე - „საბჭოთა ტელევიზია. სახელმწიფო ტელერადიო ფონდი“, და აცნობოს ამის თაობაზე უწყებას, ასევე განმარტოს მითითებული არხების დაბლოკვის მიზეზები.
„სახელმწიფოს გადაწყვეტილება Instagram-ის დაბლოკვის საკითხში – მკაფიო სიგნალია: ახლო მომავალში იგივე შეიძლება მოუვიდეს YouTube-ს, თუ ვიდეოჰოსტინგი კვლავაც გამოყენებული იქნება როგორც იარაღი საინფორმაციო ომში. პლატფორმა ამას დაუფარავად აკეთებს და, ნათელია, მფლობელების მითითებით“, – დაწერა გორელკინმა თავის Telegram-არხზე, იუწყება РИА Новости.
მისი სიტყვებით, პლატფორმაზე წვდომის შეზღუდვისთვის „როსკომნადზორს“ ყველა იურიდიული საფუძველი გააჩნია.
„დარღვევების სია შეიძლება ძალიან შთამბეჭდავი იყოს. ჩამოვთვლი მხოლოდ ძირითადს: არ არის წაშლილი უკანონო და დესტრუქციული მიმართულების 2501 მასალა, იგნორირებულია „როსკომნადზორის“ მოთხოვნა, წაიშალოს დონბასში სპეცოპერაციის შესახებ არასანდო ინფორმაციის შემცველი 2387 მასალა, პრაქტიკულად მუდმივად წარმოებს ცენზურა რუსი მომხმარებლებისა და რუსული მასმედიის მიმართ“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, ჰოსტინგის წინააღმდეგ სანქციების თავიდან აცილება მხოლოდ თავად YouTube-ს შეუძლია.
„როსკომნადზორმა“ 14 მარტს Facebook-ის შემდეგ რუსეთში Instagram-ი დაბლოკა. მანამდე გენერალურმა პროკურატურამ მიმართა სასამართლოს კომპანია Meta-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ რუსების მიმართ ძალადობის მოწოდებებზე მომხმარებლებისთვის შეზღუდვების მოხსნის გამო.
წყარო - РИА Новости.