მსოფლიო დღეს

დიდთოვლობის გამო სტამბულში 400-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა

11 მარტს სტამბოლში ძლიერი თოვის გამო საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო მიმოსვლა შეფერხდა
Sputnik
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. სტამბოლში ძლიერი თოვის გამო Turkish Airlines-ის გაუქმებული რეისების რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა, იტყობინება პორტალი Haberturk.

სტამბოლში 11 მარტს დიდთოვლობამ საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია. უამინდობის გამო სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გადაიდო.

ასევე ცუდი ხილვადობის გამო შეჩერდა გემების მოძრაობა ბოსფორის სრუტეში, რომელიც ერთმანეთს შავ და მარმარილოს ზღვას აკავშირებს. გარდა ამისა, შეფერხდა ყველა საქალაქთაშორისო ავტობუსის მოძრაობა, ხოლო დაიხურა სატვირთო მანქანებისთვის დაიხურა შესასვლელები სტამბოლში ანატოლიისა და თრაკიის მხრიდან.
შაბათს საღამოს უფრო ინტენსიური თოვაა მოსალოდნელი. სტამბულის მერმა ეკრემ იმამოღლუმ მოსახლეობას სახლში დარჩენა ურჩია.
წყარო - პორტალი Haberturk.