ყვითელი ამბები

„წინააღმდეგი ვარ ჩამოსული რუსი ეროვნების ადამიანები ქართველებმა დაჩაგრონ“– ხათუნა ჟორდანია

აღმოჩნდა, რომ მუსიკოს ხათუნა ჟორდანიას რუსი ბებია ჰყოლია.
Sputnik
„აქ შემოსვლა აღარ მინდა, ისეთი სიძულვილი ტრიალებს. ამიტომ დღეს მაქვს დრო და უნდა გავწმინდო ჩემი ფეისბუქსივრცე“ – სოციალურ ქსელში მომღერალ ზურა ხაჩიძის განცხადებას მისმა მეუღლემ ხათუნა ჟორდანიამ უპასუხა და დაუწერა, იმედია ჩემი რუსი ბებიის გამო არ წამშლიო. იუმორნარევ კომენტარს რეაქციები მოჰყვა.
ირკვევა, რომ ხათუნას ბებია, ნატაშა საპატინა-ბლაუ მოსკოველი რუსი იყო. იმ დროს, როდესაც ხათუნას ბაბუა ნოე ჟორდანიას საფრანგეთში მიჰყვებოდა, გზად ქმარგაყრილი, ორშვილიანი ნატაშა გაუცნია, რასაც მისი გეგმები აბსოლუტურად შეუცვლია. როგორც ხათუნა „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, აღიზიანებს, როდესაც დღეს რუსი ერის მისამართით ზიზღია გამეფებული.
ყვითელი ამბები
ნინი ქარსელაძე ორსულობას მალავს? - ხათუნა ჟორდანია ფოტოს აქვეყნებს

„სპეციალურად არ შევდივარ ფეისბუქში, რადგან არ ვნახო ის, რაც დღეს ხდება. მე, ხათუნა ჟორდანიას, რომელსაც ორი ერის სისხლი მაქვს, არ მომწონს ის კატეგორიული განწყობა, რაც რუსების მიმართ აგორდა საქართველოში. რუსი ხალხის, ან ნებისმიერი ერის მიმართ ისეთი კატეგორიული დამოკიდებულება, რომ უნდა ჩავქოლოთ და გავაძევოთ, ზედმეტი და ჩვენგან არასწორია. თეონა კონტრიძეს, რომელთან ერთადაც გავიზარდე, არაჩვეულებრივი რუსი ქმარი ჰყავს. აქ რომ ჩამოვლენ, ვინმემ უნდა გაბედოს და ქუჩაში შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს? და ეს სწორია? კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმის, რომ საქართველოში ჩამოსული რუსი ეროვნების ადამიანები ქართველებმა დაჩაგრონ“, – ამბობს მუსიკოსი.