თბილისი, 11 მარტი – Sputnik. ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში, რომელიც 11-13 მარტს გაიმართება, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.
საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები შეჯიბრებაზე 10 მოჭიდავით იასპარეზებს. ტურნირზე საქართველოს წარადგენენ: გიორგი გეგელაშვილი (57 კგ), რამაზ თურმანიძე (61 კგ), გია უღრელიძე (65 კგ), გიორგი ელბაქიძე (70 კგ), ოთარ ბაგაური (74 კგ), ევსემ შველიძე (79 კგ), ბაგრატ გაგნიძე (86 კგ), დავით კოღუაშვილი (92 კგ), რივერი მწითური (97 კგ), სოლომონ მანაშვილი (125 კგ).
აღსანიშნავია, რომ ბულგარეთში ორი დღის წინ დასრულდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრებმა 183 ქულა მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი აიღო.
ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი შოთაძე (63 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ). ვერცხლის მედლები მოიპოვეს: ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60 კგ), დავით სოლოღაშვილმა (77 კგ) და ბექა გურულმა (82 კგ), ხოლო ბრინჯაო – გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ).