„ღამის 2-3 საათზე დავინახე ძალიან დიდი ნათება. იმდენად ძლიერი ნათება იყო, რომ გამაღვიძა, წამოვდექი, აივანზე გავედი და ამ ნათების ფონზე დავინახე, როგორ გადმოვიდა თეფშიდან მწვანე თუ ლურჯი შეფერილობის ორი მაღალი არსება. ამ დროს ჩემს ოთახში ავეჯმა დაიწყო გადაადგილება, ჩამოიყარა ნივთები და სათამაშოები. უცებ დავინახე, ეს ორი არსება დგას ჩემი საწოლის წინ. ეს ყველაფერი წამებში ხდებოდა. ვიცი, ახლა ამას რომ ვყვები, ბევრი იტყვის, რაებს ამბობსო, მაგრამ ეს ყველაფერი დედაჩემმაც დაინახა და ისიც მომსწრეა“, – იხსენებს მომღერალი.
„ამის მერე თითქოს ჩემი მსოფლმხედველობა შეიცვალა, სხვანაირად ჩამოყალიბდა, ისეთი არ არის ჩემი მდგომარეობა, როგორიც საზოგადოებამ იცის. სინამდვილეში სულ სხვა ადამიანი ვარ, უბრალოდ, ასე მხედავენ და მიცნობენ, რადგან ასეა საჭირო. დამიჯერეთ, მე სულ სხვანაირად ვხედავ დღეს სამყაროს“, – ამბობს მომღერალი.