COVID-19 - ბოლო ცნობები

„პანდემია არსად წასულა“: გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

არსებული რეკომენდაციების დაცვა და ვაქცინაცია ექიმების მთავარი რჩევაა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას.
Sputnik
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. პანდემია არსად წასულა, ის უბრალოდ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა გადაფარა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

„თუ ეს ვირუსი ევოლუციის კანონებს ემორჩილება, მაშინ ის თანდათან უნდა მინელდეს და შემოდგომაზე მოგვევლინოს როგორც სეზონური ვირუსი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკმა გადაიარა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 1.543 შემთხვევა გამოვლინდა. თებერვლის დასაწყისში კი ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 24-26 ათასს აღწევდა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
როგორ შევინარჩუნოთ ქვეყანაში სტაბილური ეპიდვითარება? სპეციალისტების რეკომენდაციები
არსებული რეკომენდაციების დაცვა და ვაქცინაცია – ეს არის მედიკოსების ძირითადი რჩევები, რომელთაც შეუძლიათ ქვეყანაში სტაბილური ეპიდვითარების შენარჩუნება.
კორონავირუსის მეექვსე ტალღა და „ომიკრონ“ შტამი ყველაზე ვერაგი აღმოჩნდა. „ომიკრონმა“, რომელიც წინა შტამებისგან განსხვავებით ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გამოიწვია და პიკს თებერვალში მიაღწია. თუმცა, თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში შემთხვევების ეტაპობრივი კლება დაიწყო.
სპეციალისტების თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება ყველა პარამეტრით უმჯობესდება. შედარებით მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი – დღეში 25-30 შემთხვევა (ბოლო დღე-ღამეში 20 შემთხვევა იყო).
ეპიდემიოლოგების თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე იქნება დამოკიდებული.