მსოფლიო დღეს

ევროკავშირი რუსეთს ენერგოსექტორში სანქციებს არ დაუწესებს: ორბანი პოსტს აქვეყნებს

Sputnik
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ევროკავშირის ლიდერებმა ვერსალში ღამის სამის ნახევარზე დავასრულეთ მოლაპარაკებები, სადაც ნავთობისა და გაზის სექტორთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი საკითხი გადაიჭრა, ნათქვამია უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიდეოში, რომელიც მან საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა ამ დილით.
ვიდეოს თან ახლავს ორბანის კომენტარი: „ევროკავშირის მწვერვალი: უნგრეთის ენერგომომარაგება დავიცავით!“

„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენ სასარგებლოდ გადავწყვიტეთ: არ იქნება ნავთობისა და გაზის სექტორთან დაკავშირებული სანქციები, ანუ უნგრეთის ენერგომომარაგება მომდევნო პერიოდშიც უზრუნველყოფილია“, — ამბობს ორბანი ვიდეოში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ხოლო უცხოური კომპანიები მასიურად აჩერებენ მუშაობას რუსეთში. ამ ყველაფერზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.