დიაბეტის სიმპტომი, რომელიც ჭამის დროს ვლინდება: ბრიტანელი ექიმების განმარტება

Sputnik
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. დიაბეტი ჰორმონ ინსულინის გამომუშავებასთან დაკავშირებული პრობლემებით ხასიათდება. ამ მნიშვნელოვანი მექანიზმის გარეშე სისხლში შაქრის დონე შეიძლება სახიფათო დონემდე გაიზარდოს. ამ მდგომარეობის გამაფრთხილებელი ნიშნების ამოცნობა დაგეხმარებათ, აღადგინოთ კონტროლი ჯანმრთელობაზე და დაიწყოთ მკურნალობა, წერს გამოცემა Daily Mail-ი.
როგორც ბრიტანელი სპეციალისტები ამბობენ, ხშირად დიაბეტის დადგენა არც ისე ადვილია და ადამიანი შეიძლება წლების განმავლობაში ცხოვრებდეს ისე, რომ ვერც კი ხვდებოდეს, რა არის მისი ცუდად ყოფნის მიზეზი.
სწორედ ამიტომ არის საჭირო დამახასიათებელი სიმპტომების ცოდნა, რომლებიც დაავადების ამოცნობაში დაგეხმარებათ.
არ გამოტოვოთ: მიაქციეთ ყურადღება - როგორია მეორე ტიპის დიაბეტის პირველი ნიშნები
გარდა საყოველთაოდ ცნობილი სიმპტომებისა, ბრიტანეთის დიაბეტის შემსწავლელი ცენტრის Diabetes UK-ის ექსპერტების თქმით, ამ დაავადებაზე შეიძლება მეტყველებდეს პოლიფაგია — მუდმივი ხასიათის შიმშილის გრძნობა.
მედიკოსების განმარტებით, როდესაც სისხლში გლუკოზის დონე „ანომალიურად მაღალ“ ნიშნულს აღწევს, ეს შაქარი ვეღარ აღწევს უჯრედებში და ვერ გარდაიქმნება ენერგიად. და სანამ სისხლში შაქრის შესვლა შეჩერებულია, ხოლო ენერგიის დონე დაბალი რჩება, ორგანიზმი ცრუ სიგნალებს უგზავნის ტვინს, რომ შია.
სამწუხაროდ, ასეთი შიმშილის დასაკმაყოფილებლად უბრალო წახემსება საკმარისი არ არის და ადამიანი იწყებს ბევრ ჭამას. სწორედ ამიტომაც ასახელებენ ექიმები შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთ ნიშნად საკვების მიღების ჩვეული წესის შეცვლას.
არ გამოტოვოთ: პროდუქტები, რომლებიც დიაბეტიანებს შიმშილის გრძნობასთან გამკლავებაში დაეხმარება
მათი თქმით, ადამიანს შესაძლოა შაქრიანი დიაბეტი ჰქონდეს, თუ:
მოულოდნელად ზრდის საკვების ულუფას;
მიირთმევს კალორიულ კერძებს;
ჭამის შემდეგ მალევე შივდება.
ამიტომ, თუ მსგავსი სიმპოტმები შენიშნეთ, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.
ამასთან, მედიკოსების თქმით, გამუდმებული შიმშილის გრძნობა ჰიპერგლიკემიის ერთადერთი ნიშანი არ არის. ამ სახიფათო მდგომარეობაზე ასევე შეიძლება მეტყველებდეს:
ხშირი წყურვილი;
ჩვეულებრივზე ხშირად შარდვა – განსაკუთრებით ღამით;
ძლიერი დაღლილობის შეგრძნება;
კუნთოვანი მასის, წონის დაკარგვა;
ჭრილობების ნელი შეხორცება;
სასქესო ორგანოების ქავილი;
დაბინდული მხედველობა.
მანამდე აშშ-ის დერმატოლოგიის აკადემიის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ როცა სისხლში შაქრის დონე მაღალია, ხელის ზურგზე გარკვეული ტიპის დეფექტები წარმოიქმნება. სახასიათო ნიშნები ხელებზე ჩნდება როგორც პრედიაბეტის, ისე უკვე ჩამოყალიბებული დაავადების შემთხვევაშიც.
წყარო: Daily Mail