თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის უკრაინის ევროკავშირში მიღების პროცედურის დაწყება შეუძლებლად მიაჩნია.
„ჩვენ დღეს საღამოს განვიხილავთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ოფიციალურ განაცხადებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნებს, და განსაკუთრებით უკრაინას და უკრაინელებს ამ წუთას სჭირდებათ ძლიერი სიგნალის გაგზავნა... მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. შეგვიძლია კი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება ომის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის? ვფიქრობ, რომ არა“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს ვერსალში ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა: „უნდა დავუხუროთ კარები და ვუთხრათ: „არასდროს?“ ეს არასამართლიანი იქნებოდა. უნდა დავივიწყოთ რეგიონული ბალანსი? აქაც ყურადღებით უნდა ვიყოთ“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ხოლო უცხოური კომპანიები მასიურად აჩერებენ მუშაობას რუსეთში. ამ ყველაფერზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.