COVID-19 - ბოლო ცნობები

თენგიზ ცერცვაძემ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება შეაფასა

ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ საქართველომ კორონავირუსის მეექვსე ტალღა გადალახა.
Sputnik
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე დასტაბილურდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

„ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, რაც კარგია, მაგრამ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რომ ყველაფერი დამთავრდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, მსოფლიოში გრძელდება პანდემიის შესწავლა და არის ცვალებადი დინამიკა.
„ზოგან იმატებს, ზოგან იკლებს (ინფიცირების შემთხვევები). ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. პირველ რიგში ეს უნდა გამოიხატოს იმაში, რომ ვატაროთ პირბადე და, მეორე, როგორმე უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის მაჩვენებელი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობა დღე-ღამეში 26-დან 32-მდე მაინც არის, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის მაინც ბევრია.
რომელი ნიღაბი გვიცავს უკეთ „ომიკრონისგან“? ჩხაიძის განმარტება>>
საქართველომ კორონავირუსის მეექვსე ტალღა გადალახა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 9 მარტს საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 865 იყო, თებერვალში კი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 25-26 ათასის ფარგლებში მერყეობდა.
რაც შეეხება ვაქცინაციას, 9 მარტის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2.827.920 აცრა. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.249.541 ადამიანი, ეს 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 43,5%-ია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.