თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. მოსკოვი არ მიიღებს მონაწილეობას ევროპის საბჭოს დასავლური ნარცისიზმის პლატფორმად გადაქცევაში ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო უწყების განცხადების თანახმად, „რუსეთი არ აპირებს შეეგუოს ამ დივერსიულ ქმედებებს, რომლებსაც ახორციელებს კოლექტიური დასავლეთი „წესებზე დაფუძნებული წესრიგის“ გატარების შესაბამისად, რომელიც შეცვლის შეერთებული შტატებისა და მისი თანამგზავრების მიერ გათელილ საერთაშორისო სამართალს“.
„რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას ნატოსა და მისი მორჩილი მიმდევრის, ევროკავშირის მიერ უძველესი ევროპული ორგანიზაციის გარდაქმნაში დასავლური უპირატესობისა და ნარცისიზმის პლატფორმად. დაე, ისიამოვნონ ერთმანეთთან კომუნიკაციით რუსეთის გარეშე“, — წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
არამეგობრული სახელმწიფოები, რომლებიც ბოროტად იყენებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში (CMCE) უმრავლესობას, აგრძელებენ ორგანიზაციის და მთელი ჰუმანიტარული და სამართლებრივი სივრცის განადგურების ხაზს მსოფლიოს ამ ნაწილში, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ხოლო უცხოური კომპანიები მასიურად აჩერებენ მუშაობას რუსეთში. ამ ყველაფერზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.
წყარო: РИА Новости