ბიზნესი საქართველოში: საშუალო ხელფასი და ბრუნვა

„საქსტატმა“ საქართველოს მოქალაქეების საშუალო ხელფასი და კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა დაითვალა.
Sputnik
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს კერძო სექტორში, 2022 წლის 1 იანვრის მონაცემებით, მუშაობდა 693,4 ათასი ადამიანი და მათი საშუალო ხელფასი 1,6 ათას ლარს შეადგენდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

„საქსტატის“ მონაცემებით, კერძო სექტორში დასაქმებულთა 39,5% მუშაობდა დიდ ბიზნეს-კომპანიებში, სადაც საშუალო ხელფასი 1,7 ათას ლარს შეადგენდა.

მცირე ბიზნესში დასაქმებული იყო 38%. აქ საშუალო ხელფასი 1,3 ათას ლარს შეადგენდა.
დასაქმებულების ყველაზე მცირე რაოდენობა მოდის საშუალო ბიზნესზე – 28%, სადაც საშუალო ხელფასი 1,9 ათას ლარს შეადგენს.
კერძო კომპანიებში საშუალო ხელფასი ერთ წელიწადში გაიზარდა 181 ლარით, ამასთან, კერძო სექტორში ქალები საშუალოდ მამაკაცებზე ნაკლებ ხელფასს იღებენ. თუ მამაკაცებისთვის 1 იანვრისთვის საშუალო ხელფასი 1,6 ათას ლარს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი ქალებისთვის 1,2 ათასი ლარი იყო.
დასაქმებულების ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის ვაჭრობისა და ავტომობილების რემონტის სფეროებზე. ამ სფეროებში გამოშვებული პროდუქციის ყველაზე დიდი მოცულობაა. მეორე ადგილზეა გადამამუშავებელი საწარმოები, მესამეზე – ტრანსპორტირებისა და სასაწყობო სფეროები.
კერძო კომპანიების მიმოქცევა გასული წლის მხოლოდ მეოთხე კვარტალში შეადგენდა 43,8 მილიარდ ლარს, ხოლო მთლიანად 2021 წელს – 148,2 მილიარდს.
სოციალურად დაუცველები დასაქმდებიან: რას ითვალისწინებს პროგრამა
ერთ წელიწადში კომპანიებმა გამოუშვეს 54,7 მლრდ ლარის პროდუქცია, საიდანაც ნახევარზე მეტი მსხვილ კომპანიებზე მოდის. მთელი პროდუქციის მესამედი მოდის ვაჭრობაზე, ასევე ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტზე, მეორე ადგილზეა ხელოვნების, გართობისა და დასვენების სფეროები.
გამოშვებული პროდუქციის მოცულობის მხრივ შემდეგ მოდიან გადამამუშავებელი საწარმოები, სამშენებლო კომპანიები, ასევე ტრანსპორტირებისა და სასაწყობე კომპანიები.
წყარო: საქსტატი