მსოფლიო დღეს

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის ელექტროქსელს ეთიშებიან

Sputnik
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმადაც ისინი რუსულ ელექტროქსელს გაეთიშებიან და ევროპულს მიუერთდებიან, იუწყება ლატვიის რადიოსა და ტელევიზიის LSM-ის პორტალი ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს საპარლამენტო მდივანზე ილზე ინდრიქსონზე დაყრდნობით.

„ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა გააფორმეს ხელშეკრულება ელექტრომომარაგების რუსული ქსელიდან გათიშვისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ევროპულ ქსელთან სინქრონიზაციის შესახებ 2025 წლამდე“, — ნათქვამია შეტყობინებაში.

მანამდე, 2018 წელს ბალტიისპირეთმა პოლონეთთან და ევროკომისიასთან ერთად ხელი მოაწერა პოლიტიკურ შეთანხმებას ბალტიის სამი ქვეყნის ელექტროქსელების კონტინენტური ევროპის ელექტროქსელებთან სინქრონიზაციის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, ბალტიის ქვეყნები 2025 წლისთვის უნდა გავიდნენ BRELL-ის (ბელარუსი, რუსეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია) ენერგორგოლიდან, რაც მათ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებელს გახდის.
თუმცა, როგორც ინდრიქსონმა თქვა, ლიეტუვამ შეძლო მოლაპარაკებოდა ესტონეთსა და ლიტვას, რომ სინქრონიზაციის პროექტის 2025 წლამდე გადადება არ ღირს და ამის გაკეთება ახლავე შეიძლება.
„[ეკონომიკის მინისტრმა იანის ვიტენბერგმა] ევროპას მიმართა მხარდაჭერისთვის, რათა ეს გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად განხორციელდეს“, — ციტირებს პორტალი საპარლამენტო მდივანს.
მსოფლიო დღეს
ვაშინგტონმა რუსული ენერგომატარებლების იმპორტი აკრძალა: გამოქვეყნდა დეტალები
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები, გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი-2“ და სხვ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საპასუხოდ არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.