რატომ შევიდა რუსული გემი ბათუმის პორტში?

აჭარის მეთაურმა ბათუმის პორტში რუსული დროშით მცურავი გემის შესვლაზე კომენტარი გააკეთა.
Sputnik
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. მშრატვირთმზიდს რუსული დროშით „ლეონიდ პესტრიკოვს“, რომელიც ბათუმის პორტში შევიდა, კანონი არ დაურღვევია, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.
ინფორმაცია, რომ ბათუმის პორტში რუსული დროშით მცურავი გემი შევიდა, დღეს ოპოზიციურ მასმედიაში გავრცელდა.

„ჩემთვის როგორც არის ცნობილი, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში არ ექმნება პრობლემა შესაბამისი დროშის ქვეშ მცურავ ხომალდებს, პორტებში მიიღონ მომსახურება. არც წესი და არც კანონმდებლობა არ არის დარღვეული“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მისი თქმით, გემზე არსებული ტვირთი საქართველოსთვის არის განკუთვნილი. გემი სტამბულიდან შემოვიდა.
რიჟვაძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, სკანდალების აგორებისგან თავი შეიკავონ. „მეტი პრობლემა არ გვაქვს?“ – მიმართა კითხვით რიჟვაძემ ჟურნალისტებს.
გემი „ლეონიდ პესტრიკოვი“ წყალში 2021 წლის 12 თებერვალს ჩაუშვეს.