თბილისი, 7 მარტი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ფარავნის უღელტეხილზე (აღნიშნული გზის 94-110 კმ მონაკვეთი) ქარბუქის, ნამქერისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები გუშინ დაწესდა.
„ფარავნის უღელტეხილზე ქარბუქის საშიშროების გამო ყოველდღე, 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნებადართულია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა.