მსოფლიო დღეს

კულება და ლავროვი თურქეთში შეხვდებიან: რუსეთის საგარეო უწყების ცნობა

Sputnik
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება ანტალიაში შეხვდებიან ერთმანეთს, იუწყება РИА Новости რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ წარმომადგენელზე მარია ზახაროვაზე დაყრდნობით.

„თურქეთის ლიდერის ინიციატივით, ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების — სერგეი ლავროვისა და დმიტრო უკლებას კონტაქტი იგეგმება, რომელშიც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც მიიღებს მონაწილეობას“, — აღნიშნა ზახაროვამ.

მან იქვე დააზუსტა, რომ აღნიშნული საუბრის თაობაზე რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები — ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ ერდოღანი ცოტა ხნის წინ შეთანხმდნენ სატელეფონო საუბრისას.
როგორც ფორუმის ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი, ღონისძიება 11-13 მარტს იგეგმება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.