მსოფლიო დღეს

იაპონიამ რუსეთს საფრთხის მესამე დონე მიანიჭა

Sputnik
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მთელი ტერიტორია საშიშად გამოაცხადა და ოთხი შესაძლებლიდან საფრთხის მესამე დონე მიანიჭა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის საგარეო უწყება ურჩევს თავის მოქალაქეებს, უარი თქვან რუსეთში მოგზაურობაზე.
ამასთან აღინიშნება, რომ უკრაინასთან მოსაზღვრე რუსეთის რაიონებს იაპონიამ უკვე გასულ კვირაში მიანიჭა საფრთხის მეოთხე, მაქსიმალური დონე. ეს იმას ნიშნავს, რომ იაპონელებს ამ ტერიტორიების დატოვების რეკომენდაცია მისცეს.
ამას გარდა, საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ სანქციები, რომლებიც მრავალმა ქვეყანამ დაუწესა რუსეთის ავიაკომპანიებს, კიდევ უფრო გაძლიერდება. ამიტომ მოუწოდეს რუსეთში მყოფ იაპონელებს, ისარგებლონ კომერციული რეისებით და დატოვონ ქვეყანა.
მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის რუსეთში 2,4 ათასი იაპონელი იმყოფება.
შპიონაჟში დადანაშაულებულები: რუსი დიპლომატები აშშ-დან გამოაძევეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციზაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ქვეყნიდან გავიდა არაერთი მსოფლიო ბრენდი.