საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ერთადერთი გოგონა საზოგადოებაში პოპულარული მამის გაპრეზიდენტების შემდეგ გახდა და მისი პირადი ცხოვრება მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.
ანა რამდენიმე წელი იყო დაქორწინებული მუსიკოს გიგი ჩიჩუაზე, წყვილს გოგონა შეეძინა, თუმცა მალე დაშორდნენ და მარგველაშვილიც სოცქსელებიდან გაქრა. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ის მეორედ გათხოვდა და მეორე ქალიშვილიც გააჩინა. უცნობია ვინ არის ანას რჩეული.
რამდენიმე საათის წინ ანა მარგველაშვილი ცნობილი ქართველი მომღერლის თიკა ჯამბურიას დაბადების დღეზე იმყოფებოდა და, როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოებიდან და ფოტოებიდან ირკვევა, დრო არაჩვეულებრივად გაატარა.
შესამჩნევია მისი ცვლილებები გარეგნობაში – ანა მნიშნელოვნადაა დასუსტებული და, როგორც ჩანს, აქტიურ სპორტულ ცხოვრებას მისდევს, რაც მის ნავარჯიშევ სხეულზე აისახება.