თბილისი, 6 მარტი – Sputnik. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა, აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროისთვის დედაქალაქში კვლავ ძლიერი ქარია, დროშის შეცვლა საფრთხის შემცველია როგორც ტექნიკური პერსონალისთვის, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში
უწყების ცნობით, ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაზიანებული დროშა ახლით შეიცვლება.
რამდენიმე დღეა საქართველოს დედაქალაქში ძლიერი ქალი ქრის.