დანიურმა გადამზიდავმა გიგანტმა Maersk-მა 1 მარტს გამოაცხადა, რომ რუსეთიდან და ასევე რუსეთში ახალი შეკვეთების მიღებას წყვეტს
გერმანულმა გიგანტმა DHL-მა 2 მარტს განაცხადა, რომ რუსეთსა დ ბელარუსში მუშაობას წყვეტდა
Microsoft-მა 4 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავისი ახალი პროდუქტები და სერვისები აღარ მიაწოდოს რუსეთს
კომპანია Apple-მა რუსეთში iPhone-ბისა და სხვა პროდუქციის გაყიდვა შეაჩერა
რუსეთთან თანამშრომლობა გააჩერა ბევრმა მსოფლიო ავტომწარმოებელმაც. ქვეყანაში ქარხნები დახურეს ან პროდუქციის მიწოედბები შეაჩერეს: Ford-მა, BMW-მ, Mercedes-Benz-მა, WAG-მა, Daimler-მა, ასევე ფრანგულმა და სხვა კომპანიებმა
ევროკავშირმა 1 მარტს რამდენიმე რუსული ბანკი გათიშა SWIFT-ის სისტემიდან
Apple Pay და Google Pay. ასევე ცნობილი გახდა, რომ შეზღუდვები დააწესეს Visa-მ და Mastercard-მა. რუსეთში სხვა ქვეყნებში გამოშვებული საბანკო ბარათები არ იმუშავებს, ხოლო უცხოეთში — რუსული ბარათები
ეკონომიკური ომი გაჩაღდა ცაშიც. Boeing-მა და Airbus-მა განაცხადეს, რომ რუსეთს არარაც თვითმფრინავებს მიჰყიდიან და აღარაც უკვე მიყიდულებს გაუწევენ მომსახურებას. ბევრმა ქვეყანამ თავისი საჰაერო სივრცე დაუხურა რუსულ თვითმფრინავებს. ამის პასუხად რუსეთმაც ჩაუკეტა ცა 36 ქვეყანას
ამასთან რამდენიმე ქვეყანამ უარი თქვა, მიერთებოდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. მათ შორისაა ჩინეთი, რომელიც ძველებურად განაგრძობს რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას
გერმანიამ პროექტი ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაყინა, რაც, ექსპერტების თქმით, რუსეთის გარდა, ევროპის ეკონომიკასაც ურტყამს
ევროპაში გაზის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს გადაჭარბა. პირველად ისტორიაში, ლონდონის ბირჟა ICE Futures-ზე ვაჭრობისას გაზის ფასმა ათას კუბომეტრზე 2400 დოლარს გადააჭარბა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის ცენტრობანკთან, რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთან და ასევე ეროვნული კეთილდღეობის ფონდთან ოპერაციები აკრძალა. გარდა ამისა, შეზღუდვები შეეხო რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდსაც. ამის პარალელურად ეცემა რუბლის კურსი დოლარისა და ევროს მიმართ
ამერიკული და დასავლური სანქციები შეეხო რუსეთის უმსხვილეს ბანკებს. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მუშაობა შეწყვიტა ბანკმა VTB Georgia, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ქვეყნის უდიდესი ბანკების სამეულში შედიოდა საბანკო ოეპერაციების მოცულობით
გასტრონომიულმა გიდმა „მიშლენმა“ 4 მარტიდან შეუჩერა რეკომენდაციები რუსეთის რესტორებს. გიდმა ასევე შეწყვიტა მოსკოვის რეკლამირება და გაყინა პროექტები რუსეთში
გერმანულმა გიგანტმა Adidas-მა რუსეთის ფეხბურთის ფედერაციასთან პარტნიორობა შეაჩერა
კომპანია IKEA-მ განაცხადა, რომ გადის რუსეთის ბაზრიდან. რუსეთში არსებულ IKEA-ს მაღაზიებში რიგები დგას
პანამის დროშით მცურავი სატვირთო ხომალდი Pola Ariake, რომელსაც რუსი მფლობელი ჰყავს, ფრანგმა მებაჟეებმა დააკავეს მას შემდეგ, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა
ინგლისის პრემიერ-ლიგის კლუბმა „ევერტონმა“ სპონსორული შეთანხმება გაწყვიტა რუსულ კომპანიებთან. ესენია: USM, Megafon-ი და Yota
აშშ-ში LUKOIL-ის 230-ზე მეტი ავტოგასამართი სადგურის დახურვას მოითხოვენ, რომელიც ამერიკული ფრანშიზით მოქმედებს