უნგრეთმა მარცვლეულის ექსპორტი აკრძალა

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩიკაგოში ბირჟაზე ხორბლის ფასმა ბოლო 14 წლის მაქსიმუმს მიაღწია
Sputnik
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. უკრაინაში შექმნილი ვითარებით გამოწვეული ფასების ზრდის გამო უნგრეთის ხელისუფლებამ მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა გადაწყვიტა. ამის შესახებ უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა იშტვან ნადმა განაცხადა.
„უკრაინაში საომარი სიტუაციით გამოწვეული ფასების ზრდის გამო მთავრობა დღესვე აჩერებს მარცვლეულის ექსპორტს“, - ციტირებს მინისტრის სიტყვებს index.hu.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მთავრობის შესაბამისი განკარგულება პარასკევს საღამოს გამოქვეყნდება.
ხორბლის ფასი უკვე რეკორდებს ხსნის. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო მიწოდებაში შეფერხების რისკების შედეგად ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასმა ბოლო 14 წლის, ხოლო სიმინდის ფასმა - ბოლო 9 წლის მაქსიმუმს მიაღწია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.