თბილისი, 5 მარტი – Sputnik. „როსსელხოზნადზორმა“ საქართველოდან რძისა და რძის პროდუქტების მომწოდებლების სიის გაფართოება გადაწყვიტა.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებში (ვეტერინარიის დარგში) გაიგზავნა ქართულ საწარმოთა სია „საბაჟო კავშირის“ ტერიტორიაზე ექსპორტირებული საქონლის მწარმოებელი, გადამამუშავებელი და (ან) შემნახველი ორგანიზაციების და პირების რეესტრში ჩასართავად (მესამე ქვეყნების საწარმოთა რეესტრი).
საუბარია 15 ქართულ საწარმოზე, რომელთა ვინაობა არ ზუსტდება. აღნიშნულ საწარმოთა პროდუქციის მიწოდება EAEU-ს წევრი-ქვეყნების მიერ დამტკიცების შემდეგ შეიძლება დაიწყოს.
დღეს რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წელს 2020 წელთან შედარებით 23,2%-ით გაიზარდა და 1,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.
გასულ წელს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულია 107,4 ათასი ტონა მინერალური და სასმელი წყალი, 105 ათას ტონამდე ფეროშენადნობი, 38,4 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო და დაახლოებით 25 ათასი ტონა ხილი და ა.შ.
წყარო - „როსსელხოზნადზორი“