ყველაზე რთული მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ასტროლოგები საუბრობენ, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენელ მამაკაცებთან არის ყველაზე რთული ჰარმონიული ურთიერთობები.
Sputnik
თავისებური ხასიათის გამო ზოდიაქოს ამ ნიშნების მამაკაცებთან ურთიერთობები მშვენიერი სქესის თითქმის ყველა წარმომადგენელს უჭირს.
ვერძი
ყველაზე რთული ხასიათისა არიან. ჯიუტები, შეუგუებელნი ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის – სასიყვარულო ურთიერთობებში. პირად ცხოვრებაში ვერძი მამაკაცი ფეთქებადია და აგრესიულიც კი. ისინი არასდროს მიდიან დათმობაზე, უარს ამბობენ კომპრომისის მოძებნის შესაძლებლობაზე. ასეთ ადამიანთან ცხოვრებას მხოლოდ ბრძენი ქალი შეძლებს, რომელიც არ შეეხება მის პირად სივრცეს და მას პრაქტიკულად ყველაფერში დაეთანხმება.
ვერძი – ცეცხლოვანი, მამაცი, ამბიციური, ენერგიული და ავტორიტარი – ზოგადი დახასიათება
თხის რქა
თხის რქა მამაკაცები ანგარიშიანი და ცივი არიან და თან მათი ეს თვისებები სიყვარულის პირველ ხანაშიც ვლინდება. არ გაგიკვირდეთ, თუ დაშორდებით, თხის რქამ ცხვირწინ აგაფაროთ ანგარიში ყველა საჩუქარსა თუ რესტორანში ვახშმისთვის. ისინი კიდევ ვერ იტანენ ქალის ცრემლს და მას შანტაჟის საშუალებად მიიჩნევენ. მაგრამ ამ მამაკაცების გულებთან მაინც შეიძლება რამე გზის პოვნა. თხის რქები აღმერთებენ გემრიელ საჭმელს. თუ კარგ კერძებს ამზადებთ, მის გულს აუცილებლად დაიპყრობთ.
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება
კირჩხიბი
კირჩხიბები ძალზე ეჭვიანი არიან, იმდენად, რომ მათი მუდმივი სკანდალები ამ ნიადაგზე ხშირად ურთიერთობების გაწყვეტასა და პარტნიორი ქალის გაბრაზებას იწვევს. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ამ ვითარებიდან გამოსავალს კირჩხიბი მამაკაცები ხშირად ალკოჰოლში ხედავენ. სანამ ისინი იტანჯებიან, მთელი პრობლემებისა და ფინანსური საკითხების გადაწყვეტა მათ მეორე ნახევრებს აწვებათ კისერზე. ასე რომ, თუ გიყვართ იყოთ ძლიერი ქალი და მხრებით ატაროთ ოჯახური პრობლემების მთელი ბუკეტი, ასეთ მამაკაცს ნამდვილად შეეწყობით.
კირჩხიბი: იდუმალი, ემოციური, რთული – ზოგადი დახასიათება
სწორედ ესენი არიან ზოდიაქოს იმ ნიშნების წარმომადგენელი მამაკაცები, რომლებთან ცხოვრებაც ძალიან რთულია.