თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ევროკავშირში რუსეთისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ფინანსებზე წვდომის შეზღუდვის საკითხი განიხილება, იუწყება სააგენტო Reuters.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ვარიანტი რუსეთის სრულ გარიცხვას ითვალისწინებს ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან.
სხვა ვარიანტები მოიცავს რუსეთისთვის სსფ-ში კენჭისყრის უფლების შეჩერებასა და სესხების სპეციალურ უფლებებზე წვდომის დაბლოკვას.
თუმცა, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის სრული გარიცხვა აღნიშნული ინსტიტუტიდან „შეუძლებელია და არარეალისტური“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.
წყარო: Reuters