თბილისი, 4 მარტი – Sputnik. ცნობილი გახდა პრემია „ოსკარის“ გადაცემის ცერემონიაზე თანაწამყვანების ვინაობა – მათი გვარები კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკულმა აკადემიამ გამოაქვეყნა.
მსოფლიოში კინოს ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მოვლენას წაიყვანენ ლედი გაგა, კრის როკი, კევინ კოსტნერი, ზოი კრავიცი, როზი პერესი და სხვ. დანარჩენი მონაწილეების ვინაობა მალე გახდება ცნობილი.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ 2022 წლის „ოსკარის“ წამყვანები იქნებიან სტენდაფ–კომედიანტები ემი შუმერი და ვანდა საიქსი, ასევე მსახიობი რეჯინა ჰოლი.
„ოსკარის“ გადაცემის რიგით 94-ე ცერემონია ტრადიციულად ჰოლივუდში, თეატრ „დოლბიში“ 2022 წლის 27–28 მარტს გაიმართება.