მსახიობმა და ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მარიტას და პატარა გალას ფოტო გამოაქვეყნა, სადაც დედა შვილს ძუძუს აჭმევს, და დედის დღე ემოციურად მიულოცა.
„მარიტა, გილოცავ შენთვის პირველ დედის დღეს. მშვიდობიან დედობას გისურვებ. საუკეთესო დედა ხარ!“ – დაწერა გიორგიმ. სოციალური ქსელის მომხმარებლები მსახიობს მილოცვაში შეურთდნენ და მარიტამ უამრავი კეთილი სურვილი მიიღო.
„დიდი მადლობა ყველას. მეც გილოცავთ დედებო და ყველაფერი საუკეთესო თქვენ“, – დაწერა ფოტოს კომენტარებში მარიტამაც.
ტელეწამყვან გიორგი გასვიანსა და მარიტა მელიქიშვილს ბიჭი 10 იანვარს შეეძინათ.