გაიზარდა ფასებიც და მოთხოვნაც – ბელარუსიდან საქართველოში ფრენებზე

ავიაკომპანია „ბელავიას“ წარმომადგენელმა განმარტა, თუ რატომ გაძვირდა ბილეთები მინსკიდან თბილისის მიმართულებით.
Sputnik
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ყველა ბილეთი მინსკიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რეგულარულ რეისებზე გაყიდულია, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ბელარუსული ავიაკომპანია „ბელავიას“ თბილისის ოფისის თანამშრომელმა.
„ბილეთები საქართველოს მიმართულებით 30 მარტამდე აღარ არის. მინსკიდან თბილისში მგზავრთა ინტენსიური ნაკადია“, – აღნიშნა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ბილეთის ფასის გაზრდა, რამაც მგზავრების აღშფოთება გამოიწვია, გზის დროის გაზრდამ გამოიწვია. ახლა ჩვეული სამის ნაცვლად ხუთი საათი ფრენაა საჭირო.
„ფრენა უფრო ხანგრძლივი გახდა და ეს, რა თქმა უნდა, აისახებოდა ფასზე. ბოლო მოვლენების გამო მარშრუტი შეიცვალა“, – განმარტა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
რუსეთის მხრიდან უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინამ საჰაერო სივრცე დაკეტა.