მომიტინგეებისა და პოლიციის დაპირისპირება ველინგტონში – ფოტო

ანტიკოვიდური შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე ველინგტონში პოლიციასთან დაპირისპირებისთვის მინიმუმ 60 ადამიანი დააკავეს.
Sputnik
ახალ ზელანდიაში ვაქცინაციის მოწინააღდეგეების ბანაკის წმენდისას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სასტიკი დაპირისპირება მოხდა.
1 / 12

პარლამენტის შენობასთან კარვების ბანაკში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები იმყოფებოდნენ

2 / 12

ოთხშაბათს დილიდან ასობით პოლიციელი ემზადებოდა დემონსტრანტების დასაშლელად

3 / 12

საპროტესტო აქციის დაშლისას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

4 / 12

მომიტინგეებმა ცეცხლი მოუკიდეს კარვებს

5 / 12

ბანაკის თავზე შავი ბოლი იდგა

6 / 12

პოლიციელები იყენებდნენ წყლის ჭავლს და წიწაკის სპრეის

7 / 12

პროტესტანტებმა კი მათ სხვადასხვა ნივთები დაუშინეს

8 / 12

დაპირისპირებისას დაშავდა მინიმუმ სამი პოლიციელი

9 / 12

დაკავებულია 60-ზე მეტი ადამიანი

10 / 12

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა დემონსტრანტების ქცევას „სრულიად სამარცხვინო“ უწოდა და აქციის მონაწილეებს ქუჩის დატოვებისკენ მოუწოდა

11 / 12

იანვრის ბოლოდან ახალ ზელანდიაში „ომიკრონის“ გავრცელების წითელი დონე, ანუ მაქსიმალური განგაში გამოცხადდა

12 / 12

თუმცა, შეზღუდვები არ არის მკაცრი და ეხება ძირითადად მათ, ვინც სხვადასხვა დაწესებულებებს სტუმრობს