მსოფლიო დღეს

ბელარუსში რუსეთ–უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო

მოლაპარაკებების დაწყებამდე მონაწილეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
Sputnik
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების მოლაპარაკებები ბელოვეჟის ტევრში დაიწყო, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“.
მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ორშაბათს გომელის ოლქის ტერიტორიაზე გაიმართა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების საკვანძო საკითხია „ცეცხლის სრულად შეწყვეტა და ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულად გაყვანა“. თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ დამდგარა ის შედეგი, რომელიც უკრაინას სჭირდება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ.